ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს - ორბანი

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს - ორბანი

ევროკავშირის ერთი წევრი თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი ცდილობს, ევროპელები დაარწმუნოს, რომ რუსეთთან შეთანხმების გარეშე უკრაინაში ჯარები არ განალაგონ, რადგან ეს „ომს ნიშნავს“.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება. ევროკავშირის ერთი წევრი თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს. მაშინაც კი, თუ რაღაც მომენტში მშვიდობა დამყარდება, ომის რისკი მაინც იარსებებს“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.