უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც – ზელენსკი

ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღზე, 2027 წლის შესახებ ვსაუბრობთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან სატელეფონო საუბარში უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება განიხილა.
„ასევე, კანცლერს გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, -ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული სამმხრივი შეხვედრების შესახებ ვაცნობე. მხარეებმა ძირითადად სამხედრო საკითხები განიხილეს, თუმცა საუბარი უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხო. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება შესაძლებელია უკრაინის მიერ უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში შეტანილი წვლილის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ თარიღზე ვსაუბრობთ, 2027 წლის შესახებ, და ჩვენი პოზიციის მიმართ პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას ველით“, – წერს ზელენსკი X-ზე.
Ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”