არქივი29 ნოემბერი 2025, 11:08
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში მიემგზავრება, სადაც სტივ უიტკოფთან შეხვედრა გაიმართება

უკრაინის დელეგაცია „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში მიემგზავრება, - ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდებიან.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი კისლიცა იქნებიან.
უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ფლორიდაში გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.