უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანდრეი ერმაკიც ცნობით, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად პარიზში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრეი სიბიგასთან და რუსტემ უმეროვთან ერთად ჩავიდა.
„ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების სერია „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?