ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის დაზვერვის სპიკერი - რუსეთმა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” სხდომიდან სასურველი შედეგი ვერ მიიღო

რუსეთმა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” სხდომიდან სასურველი შედეგი ვერ მიიღო. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“დღეს, “დმრ”-ში [დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა”] ვითარების გათვალისწინებით, არაფერი არ მოხდა. რუსეთმა სასურველი შედეგი არ მიიღო. ამ ვითარებაში მათი მცდელობებმა - პოლიტიკურმაც და საინფორმაციომაც - მარცხი განიცადეს”, - განაცხადა იუსოვმა.
მისი თქმით, ცნობების იმის შესახებ, რომ დნესტრისპირეთის “დეპუტატები” ვლადიმირ პუტინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას სთხოვდნენ, არ დადასტურდა, როგორც უკრაინის დაზვერვა ვარაუდობდა.
იუსოვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატების სხდომამ” არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროპულ ინსტიტუტებსაც მიმართა “მრავალვექტორულ სტილში”, რაც თავის მხრივ “მრავლისმეტყველი ფაქტია.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.