ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველო - უკრაინელებმა Magura V5-ი დრონით რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველო - უკრაინელებმა Magura V5-ი დრონით რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურეს

საზღვაო დრონმა Magura V5-მა, რომელიც აღჭურვილი იყო სარაკეტო იარაღით, ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენის განადგურება მოახერხა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განახლებული მონაცემებით, შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმატებული ოპერაციის შედეგად, 2024 წლის 31 დეკემბერს „ჯგუფი 13-ის“ სპეცრაზმელებმა, რაკეტებით აღჭურვილი საზღვაო დრონით, Magura V5-ით, რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურა“, - აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ლიკვიდირებული არიან აღნიშნული ვერტმფრენების ეკიპაჟებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.