ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის დაზვერვა: ჩვენმა დირექტორატმა რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ბაზა გატეხა

უკრაინის დაზვერვის პრესსამსახურის განცხადებით, დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ბაზა გატეხა.
როგორც უწყება წერს, კიბერშეტევის შედეგად ყველა სერვერი დაზარალდა, მთლიანად განადგურდა კონფიგურაციის ფაილები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსეთის რთული საგადასახადო სისტემის ფუნქციონირებას, განადგურებულია ასევე მონაცემთა ბაზა და მისი სარეზერვო ასლები.
მათივე ცნობით, კიბერშეტევამ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო უწყების ინფრასტრუქტურის ვირტუალური განადგურებაც გამოიწვია. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო მონაცემების ინტერნეტ ტრეფიკი ახლა უკრაინის სამხედრო დაზვერვის კონტროლის ქვეშაა.
სისტემის აღდგენას უკვე მეოთხე დღეა ცდილობენ. ექსპერტების აზრით, რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მუშაობის პარალიზება შესაძლოა სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ამასთან, საგადასახადო სისტემის სრული აღდგენა შეუძლებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.