უკრაინის გენშტაბი ფეოდოსიაში ნავთობტერმინალზე მეორე დარტყმას ადასტურებს – დაზიანდა 16 რეზერვუარი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 ოქტომბრის ღამეს დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზე მეორე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საწვავის შესანახი 16 ავზი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გრძელდება.
გენერალურმა შტაბში განმარტავენ, რომ ფეოდოსიის ტერმინალი რუსი ჯარების საწვავითა და საპოხი მასალებით მომარაგების მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კავშირს წარმოადგენს. ავზებში დაახლოებით 193 000 კუბურ მეტრი მოცულობის ნავთობპროდუქტების შენახვაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, 14 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს P-18 რადარზე ოკუპირებულ ყირიმში, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზე ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საბრძოლო მასალის საწყობზე დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…