ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კალუგას, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში ოკუპანტების მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კალუგას, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში ოკუპანტების მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების რიგ მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, 25 ნოემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, თავს დაესხნენ ოკუპანტების უამრავ მნიშვნელოვან ობიექტს რუსეთის ბრიანსკის, კალუგას და კურსკის ოლქებში.
გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ დადასტურებულია ინფორმაცია კალუგას ოლქში ნავთობის საცავის წარმატებულად განადგურების შესახებ და ზუსტდება ინფორმაცია სხვა ობიექტებზე საბრძოლო მუშაობის შედეგების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.