არქივი22 დეკემბერი, 2023, 06:58
უკრაინის გენშტაბი: რუსების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 გავანადგურეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 22 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას 28 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტია, თავდაცვამ 4-ის გარდა ყველა გაანადგურა.
დრონებით თავდასხმა იყო დედაქალაქ კიევზეც. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კორპუსის ბინები და რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა. მსხვერპლი არ ყოფილა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.