ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბი იტყობინება წარმატებებზე რეგიონში, სადაც ადრე რუსებმა გარღვევა მოახერხეს

უკრაინის გენშტაბი იტყობინება წარმატებებზე რეგიონში, სადაც ადრე რუსებმა გარღვევა მოახერხეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 4-დან 16 აგვისტომდე უკრაინულმა ჯარებმა დობროპოლიეს მახლობლად მდებარე ექვსი დასახლებული პუნქტი „გაწმინდეს“ რუსული ძალებისგან. მანამდე, რუსეთის არმიამ ამ ტერიტორიაზე ფრონტი გაარღვია და უკრაინის თავდაცვის სიღრმეში სოლისებურად შეიჭრა დაახლოებით 10 კმ-ზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ გაათავისუფლეს სოფლები გრუზკოე, რუბეჟნოე, ნოვოვოდიანოე, პეტროვკა, ვესელოე და ზოლოტოი-კოლოდეცი.
როგორც BBC შენიშნავს სოფელი ზოლოტოი-კოლოდეცი რუსული გარღვევის ზონის წვერში მდებარეობს, როგორც ეს უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის რუკებზე იყო მონიშნული.
გენერალური შტაბის მიერ დასახელებული ზოგიერთი დასახლება იმ ტერიტორიებზე კიდევ უფრო შორს მდებარეობს, რასაც Deep State-ის ანალიტიკოსები საომარი მოქმედებების დაწყების ადგილებად მიიჩნევენ.
„დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ დობროპოლიეს მიმართულებით სტაბილიზაციის ღონისძიებების განხორციელება გრძელდება“, წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
ბრძოლის ველიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად აღმოფხვრეს თავდაცვის დაშლის საფრთხე და გარღვევის ლოკალიზება მოახდინეს, თუმცა გრძელდება ბრძოლები და დობროპოლიეს რაიონში შეჭრილი რუსი ჯარისკაცების ჯგუფების ძებნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.