უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის ბეზსალოვკას დასახლება რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს და სრულად გაწმინდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური შტაბის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 18 რუსი დამპყრობლის ლიკვიდაცია განახორციელეს.
„ოპერაციაში მონაწილეობდნენ 33-ე ცალკეული შემტევი პოლკის და 24-ე ცალკეული შემტევი ბატალიონის ქვედანაყოფები. საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 18 რუსი დამპყრობლის ლიკვიდაცია განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს მტრის განადგურებას და სამართლიანი მშვიდობის დამყარებას ჩვენს სახელმწიფოში“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.