არქივი31 მაისი, 2024, 14:37
უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ კრასნოდარის მხარეში დაარტყეს ორ ნავთობტერმინალს და საბორნე გადასასვლელს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა უკრაინული “ნეპტუნის” რაკეტებით შეუტიეს ნავთობტერმინალებს და საბორნე გადასასვლელს რუსეთის კრასნოდარის მხარეში.
დარტყმა იყო პორტ “კავკაზის” ნავთობის ტერმინალზე, საბორნე გადასასვლელზე, ასევე ამავე მხარეში დრონებით თავდასხმა იყო კიდევ ერთ ნავთობტერმინალზე.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული თვითმფრინავები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს რეგიონის თემრიუკის რაიონში. მისი თქმით, შედეგად სამ ტანკს ცეცხლი გაუჩნდა და ბაზის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.