უკრაინის გენერალური პროკურატურა – რუსებმა ოთხი უკრაინელი მებრძოლი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და მოკლეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოს მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ოთხი მებრძოლი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და შემდეგ მოკლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქ სელიდოვოსთან ახლოს მდებარე პოზიციებზე შტურმის დროს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაატყვევეს, შემდეგ ეროვნული გვარდიის დაჭრილი, უიარაღო წევრების დაკითხვა ვიდეოზე გადაიღეს. მეორე დღეს, როცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს, სამძებრო სამუშაოების დროს დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები აღმოაჩინეს.
„დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების და ჩვეულებების დარღვევისა განზრახ მკვლელობის ფაქტზე“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ომის ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევაა და მძიმე საერთაშორისო დანაშაულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…