“უკრაინის გამარჯვების ტარიფი” რუსული ნავთობისთვის – რა დავალება გასცა ტრამპმა?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის “გამარჯვების ფონდის” შექმნაზე მუშაობს, რომელიც ჩინეთზე დაწესებული ახალი ტარიფებით დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ლიდერმა ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს, დაავალა, რომ გეგმა ევროპელ კოლეგებს, პარასკევს, 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტამდე, წარუდგინოს.
“პრეზიდენტმა ტრამპმა მე და ელჩს დაგვავალა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის გვეთქვა, რომ მხარს დავუჭერდით ჩინეთზე, როგორც დავარქმევდით “რუსული ნავთობის ტარიფს”, ან “უკრაინული გამარჯვების ტარიფს”… ჩვენი უკრაინელი და ევროპელი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, რომ გამოგვყვნენ. ჩვენ პასუხს გავცემთ, თუ ევროპელი პარტნიორები შემოგვიერთდებიან,” – განუცხადა ბესენტმა რეპორტიორებს 15 ოქტომბერს.
The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ სტრატეგია ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას გულისხმობს, საიდან შემოსული თანხაც უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება.
გეგმა შექმნილია პუტინზე მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის განსახორციელებლად, რომლის საომარი მანქანაც ჩინეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რათა ბატონ ტრამპთან და ბატონ ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ რუსული ნავთობის შესყიდვების გამო, ჩინეთისთვის სანქციების დაწესების იდეას ევროპის მთავრობების მხრიდან დაბრკოლებები შეექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება