არქივი24 სექტემბერი, 2024, 21:51
უკრაინის გამარჯვებაზე ბაიდენის სიტყვით გამოსვლას კობახიძემ ტაში არ დაუკრა [VIDEO]
![უკრაინის გამარჯვებაზე ბაიდენის სიტყვით გამოსვლას კობახიძემ ტაში არ დაუკრა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/fzn2m7o0uwh6mkc-gYnI5W.jpeg)
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების დელეგაციის წევრებმა უკრაინის გამარჯვებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას ტაში არ დაუკრეს.
"ჩვენ არ შეგვიძლია თვალის არიდება, არ შეგვიძლია დაღლა და ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ის არ გაიმარჯვებს", - თქვა ჯო ბაიდენმა.
ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს აშშ-ში გაემგზავრა. ის გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.