უკრაინის აღდგენის საკითხზე რომში კონფერენცია გაიმართება

დღეს რომში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იტალიის დედაქალაქში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია ორი დღის განმავლობაში, 10-11 ივლისს გაიმართება.
კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეები ოთხ ძირითად საკითხზე გააკეთებენ აქცენტს, მათ შორის, უკრაინაში კერძო სექტორის მიზიდვაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ადგილობრივი რეგიონების აღდგენასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ რომში, რომის პაპ ლეო XIV-სა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კიტ კელოგთან აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ