უკრაინის არმიის მთავარსარდალი აცხადებს, რომ ფრონტის წინა ხაზზე მდგომარეობა უარესდება, ჯარები უკან იხევენ

28 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ კიევის ჯარების მდგომარეობა ქვეყნის აღმოსავლეთში გაუარესდა, რუსეთი იერიშზეა “მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ” და მიაღწია “გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს” – აიძულა უკრაინის ჯარები ახალ თავდაცვით პოზიციებზე გამაგრებულიყვნენ.
”სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა,” – წერს გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი Telegram-ზე. სირსკის თანახმად, რუსეთის ჯარმა რამდენიმე მიმართულებით გააძლიერა იერიში და მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწია ძალების და საშუალებების მხრივ.
სირკის თანახმად, უკრაინის არმიის მეთაურები, “რათა დაზოგონ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე და ჯანმრთელობა”, უკან იხევენ უფრო დაცულ პოზიციებზე. სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარმა მიაღწია გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო.
უკრაინა უფრო ადრე იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ახალი დარტყმა მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში მოუწოდა ევროკავშირს და ნატოს, დააჩქარონ პროცესი, რათა მისი ქვეყანა უფრო სწრაფად შეუერთდეს დასავლურ ორგანიზაციებს. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები – კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე – მუშაობენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია