უკრაინის არმია ადასტურებს ვორონეჟის რეგიონში ნავთობის საცავზე თავდასხმას

ერთ კვირაში უკრაინის ჯარებმა მეორედ მიიტანეს დრონებით იერიში ვორონეჟის რეგიონში მდებარე “ლისკინსკაიას” სანავთობო ბაზაზე. ფეისბუკით გავრცელებულ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საწვავ-საპოხი მასალებით სავსე რეზერვუარებს.”
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ დრონებმა დაარტყეს სმოლენსკის საავიაციო ქარხანას და უკრაინის დონეცკის რაიონის ქალაქ ვოლნოვახაში მდებარე რუსეთის არმიის სარდლობის სამეთაურო პუნქტს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დაზიანებულია თვითმფრინავების ქარხნის საწარმოო ინფრასტრუქტურა.
სამშაბათს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის სმოლენსკს და ვორონეჟის რეგიონში მდებარე ნავთობბაზას.
· უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმია რეგულარულად უტევს უკრაინის ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით. ბოლო დროს უკრაინა რეგულარულად რეაგირებს ამ თავდასხმებზე და საპასუხოდ, დასავლური და საკუთარი რაკეტებითა და დრონებით ესხმის თავს რუსეთის ინფრასტრუქტურულ (ძირითადად ნავთობისა და გაზის) ობიექტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი