ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის არმიამ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ქერჩს დაარტყა

უკრაინის არმიამ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ქერჩს დაარტყა

6 დეკემბრის დილით უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქერჩს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ტელეგრამის არხ „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის“, არეალში.
“კრიმ.რეალიის“ მკითხველებმაც დაადასტურეს აფეთქებები. როგორც აღნიშნავენ, 10-20- წუთიანი ინტერვალებით სამი აფეთქება მოხდა, მათგან ორის ხმა მორტყმისას ჰგავდა, ერთი კი საჰაერო თავდაცვის მოქმედებას.
პირველი აფეთქება დილის შვიდ საათზე მოხდა. შეწყვეტილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყირიმის ხიდზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 6 დეკემბრის ღამით ანტისაჰაერო თავდაცვამ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩამოაგდო უკრაინის ერთი დრონი. ამას გარდა, შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის ორი საზღვაო დრონი, რომლებიც ნახევარკუნძულს უტევდნენ. უკრაინის მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მხარის თანახმად, მისმა ანტისაჰაერო თავდაცვამ სხვადასხვა რეგიონში სულ 33 დრონი გაანადგურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.