„უკრაინისთვის კარგს არაფერს ველი“ – ვახტანგ მაისაია

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, ევროკავშირი ს 2024 წლისთვის დაპირებულ 50 მილიარდ ევროს ვეღარ მისცემს. ეს თანხა, გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა. ევროკავშირი 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხს განიხილავს. იქამდე ეს თემა შეჩერებულია.
– ვიქტორ ორბანმა დაბლოკა თუ როგორც მოხდა, ფაქტია, ეს 50 მილიარდი აღარ გადაეცემა უკრაინას. გარდა ამისა, ამერიკის კონგრესმა დაბლოკა უკრაინა–ს სამხედრო დახმარების 106 მილიარდ დოლარიანი პაკეტი და უკრაინას აქედან 61 მილიარდი უნდა მიეღო. ეს არის სერიოზული ჩავარდნა და ამ ეტაპზე უკრაინის საქმე როგორ იქნება, ვერ გეტყვით. ადრეც გითხარით, ეს კიდევ ერთხელ მაგონებს ს სამოქალაქო ომს, როდესაც „ანტანტის“ ქვეყნებმა გადააგდეს თეთრგვარდიელები, არ მიაწოდეს სათანადო და საჭირო რაოდენობის იარაღი და თითქოსდა მოკავშირის გარეშე დარჩენილი წითელგვარდიელები უკეთ იყვნენ შეიარაღებულნი. ევროპა იმავე შეცდომას იმეორებს. მაშინ საბჭოთა რუსეთმა მოუგო ომი თეთრგვარდიელებს და ამის მერე უკვე აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო დაიპყრო, მერე ფაშისტურ გერმანიასთან ერთად პოლონეთი გაიყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის ქვეყნებზე დაამყარა კონტროლი. „ანტანტას“ დახმარება რომ არ შეეწყვიტა თეთრგვარდიელებისთვის, ამ ომში ბოლშევიკური რუსეთი დამარცხდებოდა და ევროპის ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა.
– თუ ახალი იარაღის შესაძენი ფული ვერ მიიღო უკრაინამ, გაუძლებს რუსეთს?
–გაძლებით შეიძლება გაუძლოს, უკრაინა მაინც დიდი ქვეყანაა, კარგი ჯარი ჰყავს, მოტივირებული და მომზადებული, მაგრამ ოპერატიულ–ტაქტიკური ინიციატივა გადავა რუსეთის ჯარების ხელში. პრინციპში, უკვე გადავიდა. მარიანკაზე უკვე რუსები ამყარებენ კონტროლს. თუ ასე გაგრძელდა, ავდეევკას და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებს და დასახლებებსაც აიღებენ. რუსებმა უკვე შეიმუშავეს სამხედრო–სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელებასაც ისინი 2024 წელს აპირებენ. ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების მთლიანი ოკუპაცია, ოდესისა და ნიკოლაევის აღება და შემდეგ უკვე დნიპრო, ხარკოვი და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო მთლიანად უნდა გააკონტროლონ. თუ უკრაინამ არ მიიღო სათანადო იარაღი, მაშინ ეს გეგმა მეტ–ნაკლებად რეალისტურად იქცევა. სავარაუდოდ, ამ გეგმის სრულად შესრულებას ვერ შესძლებს რუსეთის არმია, მაგრამ მისი ნაწილის რეალიზებას მოახდენს. აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ უკრაინა სერიოზული შეიარაღების გარეშე დარჩება გაისად. ამერიკისგან საერთოდ მიიღებს თუ არა სამხედრო დახმარებას, უკვე ეს გახდა საკითხავი. უკვე „კოჭლი იხვია“, მისი რეიტინგი ძალიან დაეცა და მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, საკითხავია. ამას ემატება მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შესაძლო პატიმრობა, მრავალწლიანი ციხე ემუქრება. „დემოკრატები“ პრეზიდენტობის კანდიდატის გარეშე არ დარჩებიან, ეს ცხადია, მაგრამ დონალდ ტრამპს აქვს ძალიან კარგი პოზიცია. მისი სისხლის სამართლის საქმეები დასრულდა, კოლორადოს სასამართლომ საბოლოოდ დაუსვა წერტილი კითხვას, შესძლებს თუ არა ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. დიახ, შესძლებს, მისცეს ამის უფლება და აპირებს კიდეც მონაწილეობას. ტრამპი უკვე „რესპუბლიკელების“ რეალური ფავორიტია. თუ ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მაშინ უკვე ძალიან ძნელი სავარაუდოა, რა მოხდება. ჯერ ყველამ ვიცით, რომ ტრამპი რუსეთ–უკრაინის ომის შეწყვეტის მომხრეა და მისი პრეზიდენტობისას ასეთ დიდ ფინანსურ და სამხედრო მსახრდაჭერას ვერ მიიღებს ამერიკისგან უკრაინა, რასაც აქამდე იღებდა. ამერიკის პოლიტიკა კი, გარკვეულ გავლენას იქონიებს ევროკავშირის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ. ტრამპის დაკავება, მთელი ეს პოლიტიკურ–სამართლებრივი თამაშები ბაიდენს ბუმერანგივით შემოუბრუნდა და ცხვირში მოხვდა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამერიკისა და მათი ეს შიდა პრობლემები უკრაინის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხმს წყალს.
– გაჩნდა ვერსია, რომ გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე წამყვანი, მდიდარი ქვეყანა წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის ევროკავშირის ფონდიდან 50 მილიარდიანი დახმარების გამოყოფაზე და მათ გამოიყენეს ამ პაკეტის დასაბლოკად. შემდეგ კი ეს ქვეყნები 10 მილიარდს მისცემენ უკრაინას საკუთარი ბიუჯეტიდან და სულ ეს იქნება. რამდენად შესაძლებელია, რომ ასე მომხდარიყო?
– თეორიულად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ და ზოგი ამ ვერსიას დაიჯერებს, მაგრამ მე არ მჯერა. არა მგონია, ასე იყოს, რადგან ეს 50 მილიარდიანი პაკეტი შეთანხმებული იყო ევროკავშირის წევრ 26 ქვეყანასთან. თუ ვინმეს ამ ფულის მიცემა არ უნდოდა უკრაინისთვის, თავშივე ჩაშლიდნენ, ამხელა სპექტაკლს არ მოაწყობდნენ ბრიუსელში. მე არ მიკვირს პოლიტიკური სპექტაკლები, მაგრამ ვიქტორ ორბანი რომ უკრაინის რომელიმე ფინანსურ დახმარებას დაბლოკავდა, ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი. რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ამ პაკეტის დაბლოკვა კი მოახერხა. ორბანმა დაამადლა ევროკავშირს, მადლობა მითხარით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას მხარი დავუჭირე და ეგეც არ დავბლოკეო.
–ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ 50 მილიარდის უკრაინისთვის დაბლოკვა რუსეთის გამარჯვებაა…
–გაგანია ომში შენს მოწინააღმდეგეს იარაღის შესაძენ ფულს რომ არ მისცემენ, რაც მას აუცილებლად დაასუსტებს, სერიოზულ პრობლემებს შუუქმნის და ეს გაგაძლიერებს, ცხადია, ეს შენი გამარჯვებაა. ისევე, როგორც ამერიკის კონგრესის დაბლოკილი 61 მილიარდი… ბრიუსელში ზელენსკის ვიზიტმაც ვერ უშველა ვერაფერი, რომ ის 50 მილიარდი მიეღო უკრაინას. მეტიც, მე ვიტყოდი, სრული კოლაფსია ამ ეტაპზე, რა მოხდება ახლო მომავალში, ვერ გეტყვით. თუმცა უკრაინისთვის კარგს არაფერს ველი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე – არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! – ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის