ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინისთვის დახმარებამ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა - ენტონი ბლინკენი

„უკრაინისთვის დახმარებამ ზრდა მისცა ამერიკულ ეკონომიკას“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა.
„თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში გავაკეთეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენ საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა“, - განაცხადა ბლინკენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.