ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინისთვის განკუთვნილი ავიაგამანადგურებელი F-16-ები გზაშია

უკრაინისთვის NATO-ს ქვეყნების მიერ გადაცემული F-16-ები უკვე გზაშია. ავიაგამანადგურებლები მისიების შესრულებას ზაფხულიდანვე შეუერთდებიან.
ინფორმაცია ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ აშშ-მ, დანიამ და ნიდერლანდებმა გამოაცხადეს. ამ უკანასკნელმა ქვეყანამ თვითმფრინავები კიევს უკვე გაუგზავნა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რაოდენობა. შემდეგში ამაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
"ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ამ ზაფხულიდან იფრენენ, რათა უზრუნველყონ უკრაინის ეფექტიანი თავდაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ." – თქვა ენტონი ბლინკენმა.
დანიას, ნორვეგიას, ნიდერლანდებსა და ბელგიას დადებული აქვთ პირობა, რომ ამ ზაფხულს უკრაინას 60-ზე მეტ ამერიკულ F-16-ს გადასცემენ.
გასულ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანას, სულ მცირე, 128 ცალი F-16 სჭირდება და რომლებსაც ახლა იღებენ, დაგვიანებული და ცოტაა. მან ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთს მეტი ამავე თაობის ავიაგამანადგურებელი გააჩნია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.