პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუდაპეშტში შეხვედრას გამართავენ

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუდაპეშტში შეხვედრას გამართავენ

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე კვირას ბუდაპეშტში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მიმდინარე კვირას ბუდაპეშტში შევხვდები [უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს] ანდრეი სიბიგას უნგრულ-უკრაინული ურთიერთობების განსახილველად. დიალოგის გვჯერა და ყოველთვის მზად ვართ საუბრებისთვის. მაგრამ ბურთი უკრაინის მოედანზეა: ნამდვილი პროცესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ზაკარპატიეს უნგრელების წართმეული უფლებები სრულად აღდგება“, - წერს სიიარტო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.