არქივი18 დეკემბერი, 2023, 08:36
უკრაინელმა პარტიზანებმა რუსი ოფიცრის მანქანა ააფეთქეს
მარიუპოლში უკრაინული წინააღმდეგობის წევრებმა რუსი ოფიცერის მანქანა ააფეთქეს. დაშავებული სამხედრო საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"აფეთქება შეფარვით, სხვა აფეთქების პარალელურად მოხდა, რის გამოც შემთხვევის შესახებ გვიან გაიგო პოლიციამ და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა.
წინააღმდეგობა მოკითხვას უთვლის ყველა მძღოლს, რომელიც Z-სიმბოლოიანი მანქანით გადაადგილდება. შემდეგი (აფეთქებული) მანქანა შესაძლოა თქვენი იყოს". – წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრო ანდრიუშენკო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქებული ოფიცრის მანქანას კავკასიის სამხედრო ნაწილის მაღალჩინოსანი მართავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.