უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის საზღვრის მორიგი მონაკვეთი გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის დამცველებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„95-ე ცალკეული სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის საზღვრის გასარღვევად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, მებრძოლები არ აკონკრეტებენ, სად მოახერხეს რუსეთის ფედერაციის საზღვრის მონაკვეთის გარღვევა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.