უკრაინელი სამხედრო ტყვეები რაბოტინოსთან, სავარაუდოდ, რუსეთის 76-ე დივიზიის მებრძოლებმა დახოცეს – კიევი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა ს 76-ე ფსკოვის დივიზიის მედესანტეებს მიიჩნევს სავარაუდო ეჭვმიტანილებად სამი უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტაში, რაც მიმდინარე თვეში ზაპოროჟიის რეგიონში, რაბოტინოს დასახლებულ პუნქტთან მოხდა.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური გენერალური პროკურატურის შეიარაღებულ კონფლიქტში დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროს, იური ბელუსოვზე დაყრდნობით იუწყება.
ხუთშაბათს, იური ბელოუსოვმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაული 76-ე რუსული ბრიგადის მებრძოლებმა ჩაიდინეს. მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული ჯარისკაცების სახელები დადგენილია, მაგრამ გარკვეული გადამოწმების შემდეგ, მათი ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდა. პროკურატურას არ უთქვამს, თუ სად იმყოფება გარდაცვლილთა ცხედრები.
27 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მტრის მიერ ზაპოროჟიეს მახლობლად დახვრეტის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების თანახმად, რუსმა სამხედროებმა 2023 წლის დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან სამხედრო შეტაკების დროს, ზაპოროჟიის რაიონის დასახლებულ პუნქტ რაბოტინოსთან სამი უკრაინელი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ, ჟენევის კონვენციის დარღვევით, სამივე დახვრიტეს. საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით: ომის კანონებისა და წესების დარღვევა, განზრახ მკვლელობის თანხლებით.
უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. გასული თვის განმავლობაში ქსელში არაერთხელ გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ იმ უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეოები, რომლებიც მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი – კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით