“უკრაინელებს საკმაო ძალა ყავს, მეორე ეშელონში 8-10 ბრიგადაა საჭირო, შეტევის მე-2 ფაზის დასაწყებად” – თავდგირიძე
კურსკში, უკრაინელებს დამატებითი ქვედანაყოფები შეყავთ (ამატებენ). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კურსკის მიმართულება ოპერატიული თვალსაზრისით პერსპექტიულია. რუსებს ჯერ კიდე აქვთ 5-6 დღე სიტუაციის გადასარჩენად. შემდეგ ყველა მანევრი დაგვიანებული იქნება. კურსკის მაშტაბით სამოქმედოთ, უკრაინელებს საკმაო ძალა ყავს, აი შექმნილი პერსპექტივის (ოპერატიული სივრცეების ასათვისებლად) გამოსაყენებლად, მეორე ეშელონში 8-10 ბრიგადაა საჭირო, შეტევის მე-2 ფაზის დასაწყებად. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ძალა არსებობს ან მოკლე დროში გამოინახება. 8-10 ბრიგადა არ უნდა იყოს მიუღწეველი უკრაინისთვის. მთელ ევროპას გვცხელა, მაგრამ რუსებისათვის და პუტინისათვის განსაკუთრებული ცხელი აგვისტო დადგა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.