არქივი2 სექტემბერი 2025, 15:23
უკრაინელებმა სოფელი უდაჩნოე დაიბრუნეს და უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის მიმართულებით სოფელი უდაჩნოე გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პირდაპირი კონტაქტითა და იარაღის მხარდაჭერით, მტრის ყველა დასაყრდენი პუნქტი განადგურდა.
უკრაინელი მებრძოლები ორი კვირის განმავლობაში თანდათანობით წმენდდნენ სახლებს და დასახლების თავზე უკრაინის დროშა აღმართეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.