ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით კურსკის მიმართულებით, წარმატებული ოპერაციის შედეგად, რუსული „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ იწვის განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.