ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ კიევისკენ გაშვებული ორივე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა რაკეტები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ისროლეს.
„მტერმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია კიევს. სამიზნეები განადგურებულია“, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქების ხმები გაისმა. დედაქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. რაკეტების ნამსხვრევები კიევის ოთხ რაიონში ჩამოცვივდა. დაზიანდა 2 მაღალსართულიანი შენობა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.