ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ -დააზიანეს

უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ წევრ დეპუტატზე, იური მისიაგინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ თვითმფრინავს, კერძოდ „ა-50“-სა და „ილ-22“ ბომბდამშენს, რომლებიც აზოვის ზღვის თავზე იმყოფებოდნენ“, - წერს სახალხო დეპუტატი.
უკრაინული მედია თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ა-50“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც კირილოვკას რაიონში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდა. „ილ-22მ1“ კი საბრძოლო მორიგეობაზე სტრელკოვის რაიონში იმყოფებოდა. დაზიანებულ თვითმფრინავს ანაპაში დაშვება სურდა, პილოტმა ევაკუაცია მოითხოვა, ასევე ექიმები და მეხანძრეები გამოიძახა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.