ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს (ვიდეო)

უკრაინელებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს (ვიდეო)

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორია. რიაზანში, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ძალების იერიშების შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის.

უკრაინელებმა რიაზანში რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქარხანას დაარტყეს. კადრების მიხედვით საწარმოში ძლიერი ხანძარია. რიაზანის ნავთობქარხანა სიმძლავრით მესამეა რუსეთის. ის წელიწადში 17 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს.
რიაზანში უკრაინული დრონები ასევე დაეცა 2 საცხოვრებელ კორპუსს. როგორც ჩანს ეს დრონები ჩამოვარდა ჩამოგდების ან რადიოელექტრონული ჩახშობის შედეგად. რუსების ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.