ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა კურსკში კიდევ ერთი დასახლება აიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
„მთავარსარდალმა წარმოადგინა მოხსენება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარებასთან დაკავშირებით, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის კონტროლის ქვეშ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი მოექცა და გვაქვს გაცვლის ფონდის შევსება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ასევე, ისაუბრა ამ ტერიტორიაზე სამხედრო კომენდატურის მოქმედების შესახებ. გარდა ამისა, სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წარმოადგინა მოხსენება კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ სუმის ოლქში არსებული ვითარების შესახებ.
„ფიქსირდება დაბომბვის რაოდენობის კლება და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის შემცირება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.