არქივი7 ივლისი, 2024, 17:41
უკრაინელებმა დონბასში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება.
„პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.