უკრაინა ჭურვების დეფიციტის კომპენსაციის მიზნით დრონების წარმოებას ზრდის

უკრაინა ჭურვების დეფიციტის კომპენსაციის მიზნით დრონების წარმოებას ზრდის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ივან გავრილიუკმა განაცხადა.
„რაც შეეხება საარტილერიო საბრძოლო მასალას, აღნიშნულ საკითხზე კითხვები გაჩნდება. ამიტომ, უკრაინამ გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მძლავრი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებით მოაგვაროს“, – განაცხადა ივან გავრილიუკმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან უკრაინა დასავლურ კომპანიებთან ერთად თავის ტერიტორიაზე 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი