ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა შეაჩერებს პუტინს – ბაიდენი

უკრაინა შეაჩერებს პუტინს – ბაიდენი
ნატოს ვაშინგტონის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია და უკრაინა შეაჩერებს პუტინს.
„ამ ომამდე პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა. დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავის ისტორიაში. ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა სამიტის გახსნაზე.
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ და პარტნიორები უკრაინას ათეულობით ახალ ტაქტიკურ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდიან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინის სრულად დამორჩილება სურს.
„არ შეცდეთ, რუსეთი აგებს ამ ომს. პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. ნატოს სრული მხარდაჭერა შეიძლება დაეხმაროს უკრაინას პუტინის აგრესიის შეჩერებაში“, – განაცხადა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.