ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს

უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში შეთანხმებას ამზადებს.
ზელენსკისვე თქმით, უკრაინა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზეც მუშაობს.
"საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ზელენსკი 16 ნოემბერს საბერძნეთს, ხოლო 17 ნოემბერს საფრანგეთს ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.