უკრაინა: რუსეთში, ვორონეჟის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად საავიაციო ქარხანა დაზიანდა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, რუსეთში ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკში, საავიაციო ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ძირითადი საწარმოო ობიექტები დაზიანდა.
"ეს არის ის, რაც შეგვიძლია დავადგინოთ სხვადასხვა წყაროდან. გაისმა აფეთქების ხმები – ამის დადასტურება ჩვენც შეგვიძლია. დეტალებს არ გავამხელთ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, დაზარალდა საავიაციო ქარხნის ძირითადი საწარმოო ობიექტები.". - თქვა იუსოვმა.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ 9 აპრილის ღამეს ვორონეჟის ოლქში ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსული ტელეგრამ არხები კი ავრცელებდნენ ცნობას, რომ საავიაციო სასწავლო ცენტრს უპილოტო თვითმფრინავები დაესხნენ თავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.