ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: რუსების გაშვებული მართვადი რაკეტა და 11 დრონიდან 10 გავანადგურეთ

2 დეკემბრის ღამით უკრაინამ რუსების გაშვებული Shahed-136/131-ის ტიპის 11 დრონიდან 10, ხოლო ერთი X-59-ის მართვადი რაკეტა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
"2023 წლის 2 დეკემბრის ღამეს მტერმა ყირიმიდან იერიში მიიტანა 11 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, ხოლო მართვადი რაკეტა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვა". - აღნიშნავენ საჰაერო ძალებში.
გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დრონები ოდესის ოლქში, ხოლო Х-59-ის რაკეტა დნიპროპეტროვსკში გაანადგურა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.