ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 21 დრონიდან 19 ჩამოვაგდეთ

19 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 21 დრონიდან 19 გაანადგურეს.
"საბრძოლო მოქმედებების შედეგად ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში განადგურებულია 19 შაჰედის ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატი". – წერია ანგარიშში.
რუსეთმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან ააფრინეს.
თავდაცვით ოპერაციაში მონაწილეობა უკრაინის გამანადგურებელმა ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა და შეიარაღებული ძალების მობილურმა ჯგუფებმა მიიღეს.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.