არქივი6 მაისი, 2024, 07:55
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 13 დრონიდან 12 ჩამოვაგდეთ
6 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გაშვებული 13 დრონიდან განადგურებულია 12.
უწყების ინფორმაციით ყველა დრონი სუმის ოლქის მიმართულებით იყო გაშვებული. უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთიდან, კერძოდ კურსკის ოლქიდან იყო გაშვებული.
შეტევის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა წყლისა და ელექტრომომარაგების სისტემები.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.