ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

23 თებერვლის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31 რუსული დრონიდან 23 გაანადგურეს.
რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ააფრინეს. დრონები ჩამოგდებულია ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში.
გარდა ამისა, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს 3 C-300 ტიპის, ერთი X-315П ტიპის და 2 X-22 ტიპის რაკეტებით.
გასული 24 საათის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და დაბომბვების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები. ხოლო ოდესის ოლქში ოკუპანტების შეტევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.