ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ” - ზელენსკი ომი უკრაინაში

ჩემი პირადი აზრით, ჩვენ ნატო-ს წევრი გავხდებით მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არ თვლის, რომ უკრაინას ნატო-ში ომის მიმდინარეობისას მიიღებენ.

“ეს ზოგისთვის დიდი რისკია, ზოგი კი, უბრალოდ სკეპტიკურად არის განწყობილი. ნატო-ს წევრობის საკითხი, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უმრავლესობის გადასაწყვეტია. უკრაინის ალიანსში პოლიტიკურად მიღებისთვის საჭიროა გამარჯვება. საქმე როდესაც მივა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე, არავინ დააყენებს ნატო-სთან თავსებადობისა და უკრაინელი სამხედროების დონის საკითხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ომის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინა მანამდე არ იყო ალიანსის წევრი.

გუშინ რადაში სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველებს, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.