ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: მოროზოვსკის ოლქში რუსული სუ-34 და საბრძოლო მასალა გავანადგურეთ

უკრაინამ განაცხადა, რომ 3 აგვისტოს რუსეთში, მოროზოვსკის აეროდრომზე მიტანილი იერიშით თვითმფრინავი „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურა.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, კიდევ ორი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ნამსხვრევებით დაზიანდა.
2-3 აგვისტოს ღამით უკრაინამ განაცხადა, რომ იერიში მიიტანა „მოროზოვსკის“ აეროდრომსა და ნავთობბაზაზე როსტოვის ოლქში.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ იერიში 55 დრონით განახორციელა. კამენსკის რაიონში დრონებმა საწვავის კონტეინერები დააზიანეს და იქ ხანძარი გაჩნდა. მოროზოვსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.