ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება, რუსეთი - დრონებით თავდასხმაზე

სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისივე ცნობით, დაზიანებულია სუპერმარკეტი და ახლომდებარე სახლები.
ოფიციალური მონაცემებით, 6 ადამიანი დაშავდა და 21 სახლი დაზიანდა დონეცკის ოლქის დაბა ცუკურინოში. საოლქო პროკურატურის მიერ დღეს, 1 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამ ტერიტორიაზე ავიაბომბი 30 ივნისს ჩამოაგდეს. იმავე დღეს სარაკეტო შეტევა იყო კიევსა და კიევის ოლქზე. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს დაზუსტებული მონაცემებით, ოლქის ტერიტორიაზე დაშავდა 3 ადამიანი. რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა კიევის ობოლონსკის რაიონში ხანძარი გამოიწვია მრავალსართულიან კორპუსში. დაშავდა 6 ადამიანი.
თავის მხრივ, რუსეთი ისევ იუწყება რამდენიმე რეგიონზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 18 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში და 9-9 კურსკის და ბელგოროდის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.