არქივი7 იანვარი, 2024, 17:11
უკრაინა თვეში, ომში დაღუპულ და მძიმედ დაჭრილ 30 000 ადამიანს კარგავს - უკრაინის ყოფილი გენპროკურორი იური ლუცენკო
უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და შს მინისტრმა იური ლუცენკომ, ერთ-ერთ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხრიდან ცოცხალი ძალის მძიმე დანაკარგების შესახებ ისაუბრა.
"უკრაინა თვეში, ომში დაღუპულ და მძიმედ დაჭრილ 30 000 ადამიანს კარგავს" - განაცხადა უკრაინის ყოფილმა გენპროკურორმა და შს მინისტრმა უკრაინულ არხზე Pryamoy TV.
ცნობისთვის, 683-ე დღეა, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.