ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა და იაპონია, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ

უკრაინა და იაპონია, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან შეხვედრების დროს ჩვენ ხელს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს მოვაწერთ. აშშ-სთან დოკუმენტი უპრეცედენტო იქნება, როგორც ეს უკრაინის მხარდამჭერ ლიდერებს შეეფერება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ არხზე.
იაპონიასთან და აშშ-სთან უსაფრთხოების ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით, უკრაინა „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებთან მსგავსი ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებას დაასრულებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.