ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს | შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მხარდასაჭერად გერმანიისგან დამატებით 50 მილიონ ევროს მიიღებენ.
როგორც მან თქვა, მთავრობა ამ თანხას სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს.
"ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის "5-7-9"-ის დაფინანსება გააგრძელოს," - აღნიშნა შმიგალმა.
მან საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე ნახეთ:
· პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.