უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდს მიიღებს — ბლინკენი

უკრაინა 50 მილიარდს მიიღებს დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მომავალ კვირებში მოხდება.
„ამჟამად ვემზადებით, 50 მილიარდი გამოვუყოთ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან. ამ თანხას კიევს ჩვენ და ევროპა მივაწვდით, მომავალ კვირებში, და ამგვარად უკრაინას შემდეგ წელს დავუჭერთ მხარს“, — ციტირებს მის განცხადებას „ნექსტა“.
რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი აქტივები — 200 მილიარდ დოლარზე მეტი — დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინეს. აქამდე არაერთხელ იყო მოწოდებები ამ აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.